ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი, მთავარ არხს დაუკავშირდა და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
თავდამსხმელი მოთხოვნების შესასრულებლად უწყებებს 2 საათს აძლევს. მძევლის თქმით, თავდამსხმელს ყუმბა და სხვადასხვა შეიარაღება აქვს, ამიტომ თავდამსხმელის თქმით, სამართალდამცავების ძალადობრივი ჩარევა მძევლების მსხვერპლს გამოიწვევს.
ამ წუთებში ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.