“საქართველოს ბანკის” ფილიალში მამაკაცი შეიჭრა – ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში მამაკაცი შეიჭრა. როგორც TV პირველი იუწყება, შეიარაღებული პირი, თანხას ითხოვდა, თუმცა დაცვის თანამშრომლების მობილიზების შემდეგ, მან გაქცევა სცადა, რის შემდეგაც ის ბოჭორნის ქუჩაზე დააკავეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია, ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა შინაგან საქმეთა სამინისტროში.