“თავდასხმები, რომლებიც ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელია, განსაკუთრებით იმის გამო, კარგად იყო ორგანიზებული “- ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
”ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს ესმის, რა ცენტრალურ როლს ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში. მრავალფეროვანი, პლურალისტური მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს. თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი კარგად იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებისადმი იყო მიმართული და იყო იმ ქცევის ნაწილი, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია თვალს ვადევნებთ.
საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია. საქართველოში ეს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ კამპანიის განმავლობაში იქნება მკაფიო მესიჯები, რომ დაცული იყვნენ ჟურნალისტები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მათ თავისი საქმე უსაფრთხოდ, დაშინების, ძალადობის და ორგანიზებული თავდასხმების შიშის გარეშე შეასრულონ.” – ამბობს კელი დეგნანი.