5 ივლისს თავდასხმები “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ იყო წახალისებული – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორ ბენ კარდინი. მისი თქმით ბოლო პერიოდში საქართველოში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები შოკისმომგვრელია. ამის შესახებ კარდინიმ, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.
“5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავასსიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ”, – განაცხადა ბენ კარდინიმ.