რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის დროს დაშავდნენ საკრებულოს წევრი შავლეგო მანდარია და სერგო ხარაული.
მისი თქმით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელ დღეებსაც ძალადობაში და პროვოკავიებში ატარებს, რაც 30 ოქტომბერს დასრულდება.
დღეს რუსთავში ენმ-ს ერთ-ერთ ოფისს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაცმოძრაობის წევრებს. კირკიტაძის თქმით, იძალადეს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, აქცია კი სუს-მა დააორგანიზა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.