თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე მოკლული კაცი, სამხედრო ლაშა გუჯეჯიანია და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გუშინ, 26 დეკემბერს, წულუკიძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, 42 წლის სამხედრო, ლაშა გუჯეჯიანია, 40 წლამდე კაცმა მოკლა, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე სამხედროა.