„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში არ არსებობს. ვინ უნდა დააკვირდეს არჩევნებს – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” „შპანა” უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი. ხომ წარმოუდგენელია? – რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა “ნაცმა”?! […]უბრალოდ, შესაფუთად სჭირდებათ. ვითომ, რაღაც არასამთავრობოს ირქმევენ, ხან რას ირქმევენ, მაგრამ ეს არის კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს წარმოდგენილია სხვადასხვა პარტიების სახით, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყანას, ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ომი იქნება საჭირო, უბრძანებენ? – ყველაფრისთვის მზად არიან და ყველაფერს გააკეთებენ. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ.
რაც შეეხება ამ ორგანიზაციების, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს, დღეს არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებით არიან დაკომპლექტებული, ფაქტები სახეზეა“,
ასე ეხმაურება, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე თანაგუნდელის გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, მათი ნაწილი კი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.