“დღეს, იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი NATO-ს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთთან კავშირში და მათი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და საქართველოს, მის მეგობარ ქვეყანას, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რა ბერკეტიც გაგვაჩნია მის დასახმარებლად, ასე უაპელაციოდ და უპასუხისმგებლოდ ადანაშაულებს, უბრალოდ არასერიოზულად აღიქმება. თავის საქმეს მიხედონ, ურჩევნიათ. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და მე მინდა ვუსურვო გამარჯვება და წარმატება და ომის დასრულება, მაგრამ თავის საქმეს მიხედონ, ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი, მეგობარი ხალხი რაღაცნაირად გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობაში”

ასე ეხმაურება, ”ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა დავითულიანი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს საქართველოს მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით