“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” – აქტივისტები შსს-სთან აქციას მართავენ

“თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” – აქტივისტები ყოფილი პრეზიდენტის,  გათავისუფლების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, შესაბამისად ჩვენი სლოგანი არის თავისუფლება მიშას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, იყო ე.,წ „გაიშნიკი“, მილიციელი – ახლაც ასეთი სისტემაა შექმნილი. თუმცა ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ იმ პატიოსან პოლიციელებს ვინც ვიცით რომ არიან დარჩენილი სისტემაში და რეალურად უწევთ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. ამიტომ მოვედით შსს-სთან და გავაპროტესტეთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფორმულასთან საუბრისას.