“თავს ესხმოდნენ, შველას ითხოვდა” – თბილისში ტურისტი გაუჩინარდა

გუშინ საღამოს მთაწმინდაზე ტურისტი გაუჩინარდა. ამის შესახებ მისი მეგობარი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს მობილურზე ესაუბრა, მას თავს ესხმოდნენ და დახმარებას ითხოვდა.

„ჩვენი მეგობარი, შანაი ბრუკი დაიკარგა მთაწმინდაზე ლაშქრობისას პარასკევს, დღის მეორე ნახევარში. ბოლოს მისგან შემაშფოთებელი ზარი შემოვიდა, როდესაც მას თავს ესხმოდნენ და შველას ითხოვდა. მას შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩაერთო, მაგრამ უფრო წარმატებული ვიქნებით, თუკი ბევრ თქვენგანს შეუძლია შემოგვიერთდეს შაბათს, 31 ივლისს დილის 7 საათიდან, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შემოგვიერთდეთ”,– წერს გოგონას მეგობარი.