თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია დააფუძნა

“ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა” – პარტია ”კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ, ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში მშვიდობიანად უნდა ჩამოვიდეს.

“ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. ჩვენ უნიჭოები არა ვართ, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა, რაზეც მთელი დასავლეთი საუბრობს და არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.