პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებებზე ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ღიად დააფიქსირეს, რომ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ და “მედიატორს კონტრწინადადებები წაუყენეს”.
თალაკვაძის აზრით, “ეს აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ოპოზიციას ამ ფრთას მოლაპარაკებებთან მიმართებაში”.
მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ კრისტიან დანიელსონი გააკრიტიკა, რითაც მას შეურაცხყოფა მიაყენა.
“ბატონ დანიელსონს პირდაპირ ადანაშაულებდნენ, რომ თითქოს ეს ტექსტი სხვამ დაუწერა და ჩვენი მედიატორია ის და არა ორივე მხარის. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აღარ მოეწონათ დოკუმენტი. ის, რომ დოკუმენტში არ იყო ჩაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნა. ამ ადამიანებმა მხოლოდ იმიტომ რომ თავისი წინა განცხადებები გაემართლებინათ, მედიატორს მიაყენეს შეურაცხყოფას. თუმცა ეს არ გვიკვირს ეს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ისინი თავს ესხმოდნენ დასავლეთის ელჩებს და მედიატორის გააკრიტიკეს მოლაპარაკებების დასრულებიდან 5 წუთში”,– თქვა თალაკვაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.