თამაზ ელიზბარაშვილმა ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და სავარაუდოდ საფანტი ესროლა – ნატა ფერაძე

“თამაზ ელიზბარაშვილმა ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და სავარაუდოდ საფანტი ესროლა”- ამის შესახებ, პარტიზანი მებაღე და სამოქალაქო უფლებების დამცველი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნატა ფერაძე აცხადებს, ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა  და მისი თანამგზავრმა , ტრანსგენდერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ესროლეს სავარაუდოდ საფანტი ტყვია რომელიც ერთ-ერთ ტრანსგენდერ გულმკერდში მოხვდა.

“თამაზ ელიზბარაშვილმა და მისმა თანამგზავრმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს და ესროლეს (სავარაუდოდ საფანტი), მოხვდა გულმკერდში. ” –  წერს ნატა ფერაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტრანსგენდერმა ქალებმა  პოლიციაში საჩივარი უკვე დაწერეს.