თამარ გაბუნია პრემიერის დარღვეული რეკომენდაციების შეფასებაზე უარს ამბობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარს ამბობს საჯაროდ შეაფასოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქეიფი რეკომენდაციების დარღვევით.

“ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი, მე ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ. პასუხი ცნობილია”.- განაცხადა გაბუნიამ.