ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანაის მეუღლე მიხეილ ყაველაშვილი სამართლიანი არჩევნების (ISFED) თანაშრომელია. როგორც ჟვანიას დეკლარაციიდან ირკვევა, ყაველაშვილი ორგანიზაციაში ლოჯისტიკურ საქმიანობას ასრულებს.
მისი ანაზღაურება 2019 წელს 17 636 ლარი იყო, 2018 წელს – 15 847 ლარი. უცნობია, რამდენია წელს მისი ხელფასი, თუმცა 2015 წლიდან 2019 წლამდე მან ჯამში თითქის 93 ათასი ლარი მიიღო.
თავად თამარ ჟვანიაც სამართლიან არჩევნებს ხელმძღვანელობდა. მან 2003 წელს საზოგადოებას ISFED–ის პარალელური დათვლის შედეგები გააცნო, რომელიც განსხვავდებოდა ცესკოს მონაცემებისგან. ამას არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.
ISFED–ის პარალელურ დათვლასა და ცესკოს მონაცემებს შორის სხვაობა იყო 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზეც. ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.2% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლით, რომელიც 1 ნეომბერს გამოქვეყნდა, მმართველ პარტიას 45.8% ჰქონდა, რაც არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვებს იწვევდა.
ISFED-მა არჩევნებიდან 41 დღის შემდეგ, 11 დეკემბერს გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, შიდა აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლით არა 45.8%, არამედ 47.6% აქვს.
სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, პარალელური დათვლა არ აჩვენებს მოსყიდვა, შანტაჟს, ბიულეტენების ჩაყრასა და ე.წ. კარუსელებს, ამიტომ ეს ხარვეზი არაფერს ცვლის.