„საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი. საზოგადოებას მივმართავ, ყველამ თქვენი ბრაზი გამოხატეთ ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ. მოგმართავთ ახალგაზრდებს, ვისაც რუსეთში ცხოვრება არ გინდათ, ვისაც გინდათ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი. ეს არის თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალთან. ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ.[…]ცხადია, სახალხო პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში. მივმართავ საზოგადოებას, ხვალ გაიმართება აქცია ზესტაფონში, 13:00 საათზე, ასევე მარნეულში, ხელვაჩაურში, სიღნაღში, ბორჯომში, გამოხატეთ თქვენი პროტესტი ადგილებზე და პირობას გაძლევთ, რომ საბოლოოდ, სახალხო პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. ამის პარალელურად, მაღალი თანამდებობის პირებმა, მთავრობის წევრებმაც და არაწევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყველგან, სადაც იქნებიან, დახვდებათ პროტესტი, ექნებათ ძალიან ბევრი სიურპრიზი. უკან-უკან იხედეთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის სუნთქვას ზურგში იგრძნობთ“,
აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.