“თუ თარჯიმნის პრობლემა აქვთ, მოვიდნენ, ჩვენ ვუთარგმნით” – ასე გამოეხმაურა, სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის წერილს პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა.
“მაშინ როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, პარლამენტი, კონგრესი თუ სხვა, როგორ მოიქცევიან, მერე მაინტერესებს მათი პასუხი. თარჯიმნის პრობლემა თუ აქვთ, მოვიდნენ და ჩვენ ვუთარგმნით, ან თვითონ არ აქვთ პრობლემა, თარგმნონ”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.