შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური სქემა გამოავლინა. თაღლითები არარსებული ავტომანქანებით ვაჭრობდნენ. ისინი წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
ავტოპორტალ myauto.ge -ს ყოველდღიურად მილიონ-ნახევარი მომხმარებელი სტუმრობს. განაცხადის დადების უფლება აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირსაც, რომელსაც საიტზე ავტორიზაცია გავლილი აქვს. განცხადების დადების დროს აუცილებელია ავტორმა ყველა სავალდებულო ველი შეავსოს, რომელიც ავტომობილის მონაცემებს უკავშირდება. თუ ავტორი არღვევს წესებს, საიტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია განაცხადი დაბლოკოს. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითური განცხადებები სწორედ ამ საიტზე იყო განთავსებული და ფასი არარეალურად დაბალი იყო, ავტოპორტალმა მისი გამოვლენა ვერ შეძლო.
ამ დროისთვის თაღლითების მიერ სხვადასხვა დროს myauto.ge-ზე ატვირთული განაცხადები დაბლოკილია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.