“თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ივანიშვილმა ბერას ჩააბარა – ივანიშვილების ოჯახმა დანაშაულის მფარველობით წელიწადში $500 მილიონი უნდა მიიღონ” – ხაბეიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბერა ივანიშვილს ჩააბარა”-აცხადებს ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.  მისი თქმით, “ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

“თაღლითური ქოლცენტრების კონტროლი ბიძინა ივანიშვილმა ჩააბარა ბერა ივანიშვილს. ბერამ მისი მეგობარი ამიკოს გავლით და შუამავლობით ტრანსნაციონალური ქოლცენტრების სქემის აწყობა დაავალა “სოსოს”, რომელსაც ივანიშვილის ოჯახმა დაუნიშნა ორი “თვალი” – წარმომადგენელი ლაშა და დავითი. შეთანხმების თანახმად, ივანიშვილების ოჯახმა ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობით წელიწადში 500 მილიონი ამერიკული დოლარი “ქეშად” უნდა მიიღონ.

“მინი” ოფისები უკვე “ამოქოქეს” და იგეგმება ოთხი უდიდესი ოფისის გახსნა, სადაც თითო ოფისში 300-მდე ოპერატორი, მძარცველი იმუშავებს! ცხადია, ყველა დასახელებული სახელის გარდა ვიცით გვარები, ასევე კონკრეტული მისამართები და “თანამშრომლების” გარკვეული ჯგუფიც იდენტიფიცირებულია! ევროპოლი და გერმანიის პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტული თემაა ტრანსნაციონალური დანაშაული. მამა-შვილი ივანიშვილები იმდენს იზამენ, სანქციები კი არა პირდაპირ ალკატრასის ციხეში მოხვდებიან. გვაქვს შესაძლებლობა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი – სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციების გაცვლის მეშვეობით!”, – წერს ხაბეიშვილი.