თბილისი – კიევის თვითმფრინავის ბორტზე ბომბს ეძებენ

უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში, თვითმფრინავში, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, ბომბს ეძებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული ავიახაზები რეისს საქართველოს დედაქალაქიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც სპეც სამსახურებმა ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.დაფრენისთანავე ბორისპოლის აეროპორტში რეისს კრიმინალისტები და კინოლოგები დახვდნენ. თვითმფრინავიდან ადამიანები სათიათაოდ გამოიყვანეს და თითოეული მათგანი ძაღლის მეშვეობით შეამოწმეს.