აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავეს.
მათი დაკავების მიზეზი უცნობია.
მსვლელობის დროს “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მუცელში წიხლი მოხვდა.
ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.