ფოთში ოპოზიციამ მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა.
ნიკა მელიას განცხადებით, ის ისევე წასწევს წინ ფოთს, როგორც თბილისი წასწია.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ფოთში დგას ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი თქვენთან ერთად იმავეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი.
მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ხალხო, აღარ არის ეს პარტიული ბრძოლა, ეს არის საზოგადოების ბრძოლა”,– თქვა მელიამ უგულავას წარდგენაზე.