“[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე”,

აცხადებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.