თბილისის მერიის განცხადებით, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში სტიქიის შედეგად 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, რასაც მერია განაახლებს.
“სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი.
ამჟამად, „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ. წვიმის შედეგად დიდ დიღომში დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომლის განახლებას საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს”- აცხადებს მერია.
წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.