თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება – პაპუაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება -ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა. პაპუაშვილმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ოცნება” კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება. როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“ – განაცხადა პაპუაშვილმა.