მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მამაკაცი დაიღუპა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცს ხელი კრეს და ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ეს რას შევესწარი ღმერთო ჩემო. ნასვამ ადამიანს, ხელი კრა ვიღაცამ და მატარებლის ქვეშ ჩააგდო. სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა. დამნაშავე მეტროს თანამშრომელმა გოგონამ და 18 წლის ბიჭმა დაიჭირეს გაქცევის დროს”, – წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სავარაუდო დამნაშავე გაქცევის დროს მეტროს თანამშრომელმა გოგონამ და ერთ-ერთმა მგზავრმა მამაკაცმა დაიჭირეს.