თბილისის მთავრობას დღეიდან უფლებამოსილება შეუჩერდა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეიდან თბილისის მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდა, ამიტომ საკრებულს ახალ გუნდს წარუდგენს.

“4-წლიანი ვადა, რომელიც თბილისელებმა მოგვანიჭეთ 2017 წელს, ამოიწურა. სულ მალე საკრებულოს წარვუდგენ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობას თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა ასევე იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში“, – ამბობს კალაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ იქნება ყველას მერი, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც მხარი არ დაუჭირა.

კალაძის თქმით, ამაყია იმით, რაც 4 წლის განმავლობაში თბილისისთვის გააკეთა.