თბილისის ნაწილს 29 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება არ აღუდგება

ფარნავაზ მეფის გამზირზე არსებული დაზიანების გამო, წყლის აღდგენის დრომ 29 მარტის 09:00 საათამდე გადაიწია. აბონენტებს წყალი 28 მარტის 24:00 საათზე უნდა აღდგენოდათ.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განმარტებით, სამუშაოები გართულდა, რამაც წყლის აღდგენის დაგვიანება გამოიწვია.

29 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას I – VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ასათიანის, ბუდაპეშტის და ლვოვისქუჩების ნაწილს, დელისის, პიკასოს, შავგულიძის, ანჯაფარიძის, მაღალაშვილის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, გელოვანის, დოლიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს.

ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რ-ებს, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ფერმწერის, თვალჭრელიძისდა მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს და თხინვალას დასახლებას.

ზაჰესის და ავჭალის დასახლებების ნაწილს.

სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, უგრელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი7-ს.