თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.
მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ:
- თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვლადიმერ ჭიღლაძე;
- გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი;
- ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვახტანგ ლომჯარია;
- თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – კახაბერ გულედანი;
- ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე;
- იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – სერგო ბირკაძე;
- კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა;
- საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – გაიოზ თალაკვაძე;
- მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი პაპავა;
- ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი – გელა ჩივიაშვილი;
- უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ნიკოლოზ ჭონქაძე.