საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმს დაუდასტურდა.
გოგიტიძის თქმით, ექიმს ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა.
,,მას გამოუვლინდა სიმპტომები გუშინ. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლოს მორიგეობას ეწეოდა 31 მარტს – სიმპტომები დაეწყო გუშინ”, – განაცხადა გოგიტიძემ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ იმის შანსი, რომ მისი თანამშრომლები და პაციენტები დაინფიცირებული იქვნენ, დაბალია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
,,მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული”,- განაცხადა გოგიტიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.