თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 9 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.