ხვალ, 22 თებერვალს თბილისის ნაწილსელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ასათიანის, ვოლსკის, ორთაჭალის, ნადიკვარის, კალანდაძის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.