თბილისისა და კიევისთვის მაპი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა – ფოგ რასმუსენი

Nato-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ თბილისსა და კიევისთვის მაპი ბუქარესტშივე უნდა მიეცათ. ამის შესახებ რასმუსენმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

”2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები – შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა – შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო – თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში.” –  განაცხადა რასმუსენმა.