თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა. დაპირისპირება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლეს. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
~უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.