თბილისში ავტომობილი ამობრუნდა – დაშავებულია მძღოლი

ფოტო: მთავარი არხი

მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მსუბუქად არის დაშავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.