თბილისში ბინის მეპატრონე ლესბოსელ წყვილს თავს დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მეპატრონემ ერთ-ერთი იქამდე სცემა, სანამ ქალმა გონება არ დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ, Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი ავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მეპატრონეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.