მოხალისეების ინფორმაციით, რომლებიც ძებნის პროცესში იყვნენ ჩართული, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი.
ავსტრალიელი ტურისტი მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. ქალმა გუშინ მეგობარს დაურეკა, რომელმაც მისი ყვირილი გაიგონა. ის მოუწოდებდა სავარაუდოდ თავდამსხმელს, რომ ხელები გაეწია.
ავსტალიის მოქალაქეს პოლიცია და მოხალისეთა ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაწყებულია გამოძიება.