თბილისში ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს – ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა 66 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.