თბილისში კაცმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად იძალადა

თბილისში კაცმა ორსულ ცოლს სცემა და მას მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაცი იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.