თბილისში, კონიაკის დასახლებაში ერთი პირი დანით დაჭრეს

თბილისში, კონიაკის დასახლებაში, 58 წლამდე ასაკის კაცი დანით  დაჭრეს.  როგორც ირკვევა  მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.  მამაკაცი ამჟამად  ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.