თბილისში საიუვილერო მაღაზიაში კოვიდტესტირებას უკანონოდ აკეთებდნენ

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, კოვიდტესტირებას საიუვილერო მაღაზიაში უკანონოდ აკეთებდნენ. ინფორმაციას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტზე რეგულირების სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სააგენტოს ცნობით, მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.

“ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს”, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.