შუახნის ქალი 11 აპრილს ლაზარეს სახელობის ტაძარში ზიარებაზე იმყოფებოდა, 3 დღის შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტაძრის წინამძღვრის თქმით, ტაძარს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია.
ქალი მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ყოველდღიურად უვლიდა მთაწმინდის პანთეონს, ასევე იყო მამა დავითის ტაძრის მრევლი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ინფიცირებული ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობ. მას ტესტი გუშინ ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო, დღეს თუ განმეორებითი ტესტიც უარყოფითი აღმოჩნდება, ის კლინიკიდან გაეწერება.
კარანტინში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელმაც სასტუმრო დღეს დატოვა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.