თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა 85 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების თქმით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. საუბარია ოჯახურ კონფლიქტზე.
შსს–ს ინფორმაციით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.