თბილისში, ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, კლინიკა ოპტიმალ მედში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
“სამწუხაროდ, აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმა და 16:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.