თბილისში, ხორავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.
გარდაცვლილია ერთი ოჯახის ორი წევრი, რომელთაგან ერთი უსინათლო, მეორე კი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული იყო. ხანძარის შედეგად სამ სართულიანი შენობის მეორე სართული დაიწვა.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.