მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნას ჰომოფობიური აპროტესტებდნენ და მის ჩაშლას ცდილობდნენ, პოლიციამ 11 პირი დააკავა.
დაპირისპირება თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობრივმა დაჯგუფებებმა გზის გადაკეტვა სცადეს და ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე.