ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ომი, შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს
“პრეზიდენტი ძალიან ღია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით: თუ ამერიკულ ჯარს ირანი და მისი მარიონეტები თავს დაესხმებიან, ჩვენ შესაბამისად ვუპასუხებთ. ვფიქრობ, ირანელებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომი, რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რისკი რეალურია”, – ამბობს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.