ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკების მიწოდების მიზანია, რომ დაეხმაროს უკრაინას თავისი ტერიტორიის გათავისუფლებაში და დაიცვას თავი რუსული არმიის მომავალი თავდასხმისგან.
„ჩვენ გვსურს მივაწოდოთ [შეიარაღებულ ძალებს] საშუალებები არა მხოლოდ რუსეთის თავდასხმისგან თავის დასაცავად – და ჩვენ ველით, რომ პუტინი და რუსი სამხედროები შეეცდებიან შეტევის ორგანიზებას რამდენიმე კვირაში ან თვეში, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ – არამედ რათა მათ შეძლონ თავიანთი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნება“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, შედის თუ არა ყირიმი ამ კონცეფციაში, ოფიციალურმა პირმა უპასუხა: “ყირიმი არის უკრაინა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. სადაც უკრაინელებს მოუნდებათ, იქ შეუტევენ, და როგორ დაგეგმავენ საკუთარ ქვეყანაში ოპერაციების ჩატარებას, მათი გადასაწყვეტია“.