სენატორმა ჯინ შაჰინმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ვაქცინებს გამოუყოფს.
მისი თქმით, რაოდენობა ჯერჯერობით არ იცის, თუმცა ეს ნამდვილად კარგი ამბავია.
“კარგ ახალ ამბავს გაგიზიარებთ. თეთრმა სახლმა ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გამოუყოს, ჯერ არ ვიცი, რამდენი, თუმცა კარგია ამბავია”,– თქვა შაჰინმა.