თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოცნება დატოვა და გახარის გუნდს შეუერთდა

თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ორკოდაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს და გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და “ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების გაშავებით”.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011-2012 წლებში წარმობულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას.

“ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთედები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სწორ გზას აირჩევენ”,– წერს გიგა ორკოდაშვილი.